Wednesday, June 17, 2015

კურსის რეფლექსია


 ვისწავლე , როგორ შეიძლება გამოვიყენო  ტექნოლოგიები ყველაზე 

 ეფექტურად სწავლების  პროცესის ხელშეწყობის, უკეთ წარმართვისა და 

შეფასებისთვის. ტრენინგი იყო საინტერესო.ვიმუშავე  აქტუალურ თემაზე! 

  შევქმენი  პორტფოლიო                                          



Sunday, June 14, 2015

ტრენინგის მერვე დღე


რეფლექსია

ვიმუშავეთ ფასილიტაციის  ნიმუშებზე- განვიხილეთ პრეზენტაციისა და პროექტის შეფასების რუბრიკები. გავეცანით დიფერენცირებული სწავლების სტრატეგიებს. 
დიდი მადლობა ჩვენ ტრენერს, ქალბატონ  ნათიას!




Saturday, June 13, 2015

ტრენინგის მეშვიდე დღე

 რეფლექსია


განვიხილეთ  მოსწავლეთა  სავარაუდო ნაშრომები, ვიმუშავეთ  შეფასების სტრატეგიებზე..შევავსეთ გაკვეთილზე გამოყენებული თვითშეფასების რეფლექსია. შევადგინეთ დაკვირვების დღიური.


ასე  “გვიყვარს“  ბუნება!

Sunday, June 7, 2015

ტრენინგის მეექვსე დღე



რეფლექსია

დღეს განვიხილეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომები. გავარკვიეთ  რა ცოდნას უნდა ფლობდეს მოსწავლე და რის საფუძველზე შეგვიძლია შევამოწმოთ  მისი ნამუშევარი..

ვისწავლე  HTML  კოდის ჩასმა, განვათავსე  პროექტის პრეზენტაცია.


Saturday, June 6, 2015

ტრენინგის მეხუთე დღე


  რეფლექსია


განვიხილეთ  კავშირისა და უკუკავშირის სახეები., საავტორო უფლებების ნორმები,. 

შევქმენით  ბიბლიოგრაფია, მოვიძიეთ სურათები და ვიდეო-აუდიო მასალა.




Sunday, May 31, 2015

ტრენინგის მეოთხე დღე


რეფლექსია

 გავაგრძელეთ  პროექტზე მუშაობა, განვიხილეთ  მოსწავლეთა 

ცოდნის , საჭიროებების  გამოსავლენი ინსტრუმენტები.





Saturday, May 30, 2015

ტრენინგის მესამე დღე


      რეფლექსია

           

 დავგეგმეთ , განვიხილეთ  სასწავლო  პროექტები. ჩამოვაყალიბეთ 

 ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები . ვიმსჯელეთ  21-ე  საუკუნის 

უნარ - ჩვევებსა და შესაბამის ლექსიკაზე .